კურსის მიზანი
ტრენინგ–კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და გამოყენების გზით.
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 35 საათს, რომელიც 9 ტრენინგ–დღეთაა დაყოფილი
კურსის მეთოდები
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, დემონსტრირება–მართული პრაქტიკა–დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვა. ტრენინგის სესიის ორგანიზებული ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
კურსის შედეგები
კურსის წრამატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
- გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ–პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესში;
- შეძლებს ისტ–ის გამოყენებას სასწავლო ამოცანების შესაბამისად.
სეტიფიცირების პირობები
ტრენინგ–კურსის, სულ ცოტა, 30 საათზე დასწრება;
გაკვეთილის გეგმების მომზადება,რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий