მთავარი

понедельник, 1 сентября 2014 г.

ტრენინგ–კურსის შინაარსი

კურსის მიზანი

ტრენინგ–კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და გამოყენების გზით.

სამიზნე ჯგუფი

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები

კურსის ხანგრძლივობა 

კურსი მოიცავს 35 საათს, რომელიც 9 ტრენინგ–დღეთაა დაყოფილი

კურსის მეთოდები

კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, დემონსტრირება–მართული პრაქტიკა–დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვა. ტრენინგის სესიის ორგანიზებული ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.

კურსის შედეგები

კურსის წრამატებით გავლის შემდეგ მონაწილე:

  • გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ–პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესში;
  • შეძლებს ისტ–ის გამოყენებას სასწავლო ამოცანების შესაბამისად.


სეტიფიცირების პირობები

ტრენინგ–კურსის, სულ ცოტა, 30 საათზე დასწრება;
გაკვეთილის გეგმების მომზადება,რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსებით.